ენერგეტიკის მინისტრმა და კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა მშენებარე სენაკი-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის მონაკვეთები დაათვალიერეს
18 იანვარი, 2013
კორპორაციის გენერალური დირექტორის განცხადებით, გაზსადენები აშენებულია 30-40 წლის წინ და კაპიტალურ რეაბილიტაციას მოითხოვდა. „ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 2016-17 წლისათვის გვექნება სრულიად ახალი სისტემა, რაც ბიზნეს-სექტორისა და მოსახლეობისთვის როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში გაზის დადგენილი მოცულობის შეუფერხებლად მიწოდებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა დავით თვალაბეიშვილმა.
USAID-ის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს მეორე და მესამე ფაზის სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს ”აბაშა-სენაკის” 29 კმ-იან და ”ქუთაისი-აბაშის” 47 კმ-იანი სიგრძის მაღალი წნევის გაზსადენის მონაკვეთების მშენებლობას.
მშენებარე გაზსადენის დიამეტრია 700 მმ, ხოლო საპროექტო წნევაა 5,4 მპა. აბაშა-სენაკის მონაკვეთის მშენებლობას აწარმოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული კომპანია “ტრესტი ნეფტგაზტიკინტი”. გასული წლის ივნისში დაიწყო და სავარაუდოდ, მიმდინარე წლის გაზაფხულისათვის დასრულდება.
“ქუთაისი-აბაშის” მონაკვეთზე მშენებლობას აწარმოებს ასევე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია ერთობლივი საწარმო “საქმილსადემშენი და პიი სიტ ნეფთეგაზსტროიიზოლია უკარაინა”. სამუშაოები გასული წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და სავარაუდოდ მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის მიზანია შერჩეულ მონაკვეთებზე მოხდეს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის სრულმასშტაბიანი აღდგენა, რაც თავის მხრივ განაპირობებს გაზმომარაგების საიმედოობასა და უსაფრთხოებას. რეაბილიტაციის შემდეგ, ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში, სათანადო მოცულობების დაუბრკოლებლად გატარება გახდება შესაძლებელი. პროექტის დასრულების შემდეგ ამჟამად ოპერირებადი საბჭოთა პერიოდში აშენებული გაზსადენის ნაცვლად, ქუთაისიდან ფოთამდე ექსპლუატაციაში შევა სრულიად ახალი გაზსადენი, რომლის დაპროექტება და მშენებლობაც მსოფლიოში გავრცელებული თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდა.