ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის III ფაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა
19 თებერვალი, 2009
ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის III ფაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად "ფონდი - ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" კონტრაქტორებს იწვევს. ამ მიზნით ფონდმა ტენდერი გამოაცხადა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილია მაგისტრალური გაზსადენის შვიდ უბანზე. ტენდერი ოთხ ლოტად გამოცხადდა.
შესყიდვის პროცესში მთავრობას "ემ-სი-ჯი" წარმოადგენს. "ემ-სი-ჯი" სთავაზობს მონაწილეობის უფლების მქონე კვალიფიციურ პრეტენდენტებს წარმოადგინონ დაბეჭდილი სატენდერო წინადადებები ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის III ფაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით.
ტენდერის მონაწილეებს მოეთხოვებათ რამდენიმე აუცილებელი პირობის დაკმაყოფილება. კერძოდ; ბოლო სამი წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ სამშენებლო სამუშაოების წარმოების ისეთი საშუალო წლიური მოცულობა, რომელიც საკმარისია კონტრაქტის შესასრულებლად; ბოლო სამი წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ შესრულებული მსგავსი ხასიათისა და სირთულის სულ მცირე ორი კონტრაქტი; უნდა გააჩნდეთ სათანადო სამუშაო კაპიტალი კონტრაქტის შესასრულებლად, საკრედიტო ხაზის (ხაზების) და/ან სხვა ფინანსური რესურსების მისაწვდომობის გათვალისწინებით.
ტენდერის მონაწილეებს სატენდერო წინადადება შეუძლიათ შეიტანონ ცალ-ცალკე თითოეული ლოტისათვის, რომლისთვისაც გადაწყვეტენ სატენდერო წინადადების მომზადებას.
შესაძლებელია, გამარჯვებულ მონაწილესთან კონტრაქტი გაფორმდეს ერთ ან რამდენიმე ლოტზე იმის გათვალიწსინებით, თუ რამდენი ლოტისთვის აკმაყოფილებს ის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
სატენდერო წინადადებების მიღება 2009 წლის 2 აპრილს, 18:00 სთ-ზე დასრულდება.