ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის II ფაზის სამუშაოები დღეს კორპორაციის ათასწლეულის ფონდისა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლებმა მოინახულეს

27 იანვარი, 2009
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, ათასწლეულის ფონდისა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა საქართველოში დღეს ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის II ფაზის სამუშაოები დაათვალიერეს.

სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება ათასწლეულის ფონდის ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის, ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის რეაბილიტაციის მეორე ფაზის ფარგლებში და ითვალისწინებს შემდეგი უბნების რეაბილიტაციას:

1. გარდაბნის 3.6 კმ კოროზირებული უბანი (1020 მმ დიამეტრის გაზსადენი);
2. რუსთავის 3.6 კმ კოროზირებული შემკრავი (720 მმ);
3. მდ. გლდანულას გადაკვეთა (1020 მმ);
4. მდ. დუშეთისხევის გადაკვეთა და მისი მარცხენა შენაკადი (1220 მმ);
5. მდ. ცხვედიეთის გადაკვეთა (1220 მმ და 720 მმ);
6. ორი წყალგამტარი კულვერტის მოწყობა ანანურის ჩრდილოეთით (1220 მმ);
7. მდ. არაგვის ნაპირსამაგრი სამუშაოები ფასანაურის ჩრდილოეთით (1220 მმ);
8. ონკანების გამოცვლა (530 მმ, 720 მმ, 1220 მმ);
9. ჟინვალის ონკანის დემონტაჟი

სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ქართული ერთობლივი საწარმო ,,ნიუ ენერჯი-თბილისი-საქჰიდრო" (კონტრაქტის ღირებულება 8.7 მლნ ლარი). სარეაბილიტაციო სამუშაოები 2008 წლის შემოდგომას დაიწყო და 2009 წლის გაზაფხულზე დასრულდება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული კომპანიები ახორციელებენ ასეთი მასშტაბური მოცულობის სამუშაოებს მაგისტრალურ გაზსადენზე.

ცხრავე სარეაბილიტაციო უბანზე უკვე დასრულებულია დაგეგმილი სამუშაოების 35%. მთლიანად დასრულდა მდ. ცხვედიეთის გადაკვეთის რეაბილიტაცია, სადაც შეკეთდა ბეტონის ბარაჟის კედელი, ზედა ბიეფი შეივსო მიწით, ხოლო ბარაჟის წინ მოეწყო ქვაყრილი ჩანჩქერის ეფექტის მოსახსნელად.

გუდაურში უკვე გამოცვლილია ერთი ონკანი; მდინარე გლდანულას გადაკვეთაზე დასრულებულია ტრანშეას გათხრა, ხოლო გარდაბნისა და რუსთავის სარეაბილიტაციო უბნებზე სრულდება მიწის მოხსნის სამუშაოები. ფასანაურის ჩრდილოეთით შესრულებულია მდინარე არაგვის ნაპირსამაგრი სამუშაოების 50%