ბუქარესტში საქართველოში გაზის გამათხევადებელი ტერმინალის მშენებლობის მემორანდუმი გაფორმდა

13 აპრილი, 2010
დღეს ბუქარესტში, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრებს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოში გაზის გამათხევადებელი ტერმინალის მშენებლობის თაობაზე.

„გაზის მიწოდების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ" მემორანდუმი საქართველოში გაზის გამათხევადებელი, ხოლო რუმინეთში რეგაზიფიკაციის ტერმინალების მშენებლობას ითვალისწინებს, პროექტის ღირებულება, წინასწარი გათვლებით, 4-6 მლრდ. ევროს შეადგენს.

საქართველოსა და რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრებს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთერთშეთანხმების ოქმი 2009 წლის ოქტომბერში გაფორმდა. მსგავსი სახის ოქმი რუმინეთის მხარემ აზრებაიჯანთან მიმდინარე წლის დასაწყისში გააფორმა. ოქმით, გათვალისწინებული იყო ერთობლივი ჯგუფის შექმნა, რომელიც მემორანდუმს ხელმოსაწერად მოამზადებდა.

სხვა სიახლეები