ბუქარესტში AGRI-ს დირექტორთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა

08 დეკემბერი, 2014
აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორის პროექტის განმახორციელებელი ერთობლივი კომპანია SC AGRI LNG Project Company SRL-ის დირექტორთა საბჭოს შეხვედრა 3-4 დეკემბერს ბუქარესტში გაიმართა, სადაც ბრიტანულმა კომპანიამ Penspen აქციონერთათვის AGRI-ს პროექტის საბოლოო ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება წარადგინა.

აქციონერებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც.

დირექტორთა საბჭო 2015 წლის იანვარ-თებერვალში კომპანიის აქციონერთა გენერალური ასამბლეის ორგანიზებაზე შეთანხმდა.

AGRI-ს პროექტი საქართველოს შავი ზღვისპირეთის გავლით რუმინეთის, უნგრეთისა და სხვა აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებისთვის კასპიის რეგიონიდან გათხევადებული გაზის მიწოდებას ისახავს მიზნად.

AGRI-ს პროექტის აქციონერები არიან SOCAR (აზერბაიჯანი-25%), GOGC (საქართველო-25%), ROMGAZ (რუმინეთი-25%) და MVM (უნგრეთი-25%).

სხვა სიახლეები