BP მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტში მონაწილეობას აგრძელებს

01 ივნისი, 2007
კომპანია BP ჩრდილოერთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტში მონაწილეობას აგრძელებს. BP-მ რეაბილიტაციის მეორე ფაზის საპროექტო-მოსამზადებელი სამუშაოებისათვის გრანტის სახით საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას 400 000 დოლარი გამოუყო.

კომპანია BP-ის წარმომადგენლებმა ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლებთან ერთად ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

მარიამ ვალიშვილი - კორპორაციის დირექტორი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში:კომპანია BP მილსადენის რეაბილიტაციის ფარგლებში მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევს. აღდგენილი უბნების დათვალიერების შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებმა გამოხატეს კმაყოფილება შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და პროექტის ეფექტურ მართვასთან დაკავშირებით. ორივე მხარემ გამოთქვა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი.

ფონდი "ათასწლეულის გამოწვევა საქართველოში" ენრეგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი 49,5 მლნ დოლარის ღირებულებისა და 3 წელიწადზეა გათვლილი. მისი განხორციელება 2006 წელს დაიწყო და 2008 წელს დასრულდება. პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია ჩრდილოეთ-სამხრეთ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებაც 44,5 მლნ აშშ დოლარია. პროექტში კომპანია BP-ც მონაწილეობს, რომელიც საპროექტო-მოსამზადებელ სამუშაოებს აფინანსებს.

სხვა სიახლეები