ახალციხე - არალის გაზსადენის მასალების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

27 ივნისი, 2012
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ახალციხე - არალის 200 მმ-იანი გაზსადენის მშენებლობის პროექტის განსახორციელებლად აუცილებელი მასალების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირს. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საბუთი უფლებამოსილი ორგანიზაციიდან, რომელიც ადასტურებს რომ პრეტენდენტს და მწარმოებელს არ ემუქრებათ ლიკვიდაცია, მათ წინააღმდეგ არ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი ან სხვა მსგავსი პროცედურა.

მილების მწარმობელს უნდა გააჩნდეს ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური პროდუქციის მიწოდების გამოცდილება არანაკლებ 3 მლნ. ლარის ოდენობით, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები.

დაინტერესებული პრეტენდენტების განცხადებების მიიღება 13 ივლისიდან დაიწყება და 18 ივლისის დასრულდება.