"არმროსგაზპრომის" გენერალურმა დირექტორმა გაზის ტრანსპორტირების კომპანიის თანამშრომლები მადლობის სიგელებითა და სპეციალური საჩუქრებით დააჯილდოვა

27 ოქტომბერი, 2008
კომპანია "არმროსგაზპრომის" გენერალურმა დირექტორმა კარენ კარაპეტიანმა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის საგურამოს ფილიალის რვა თანამშრომელი - იური ბურდული, ონისე მარსაგიშვილი, ივანე საბაური, გაბრიელ ნარიმანიძე, ავთანდილ სამქანაშვილი, გიორგი ბედოიძე, ჯუმბერ ნარიმანიძე და ელგუჯა გოგბაიძე დღეს მადლობის სიგელებითა და სპეციალური საჩუქრებით დააჯილდოვა.

სომხეთში გაზის სტაბილური და უსაფრთხო ტრანზიტის უზრუნველსაყოფად "არმროსგაზპრომის" სპეციალისტებთან ერთად ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენზე ერთობლივი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.

კარენ კარაპეტიანი დღეს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის თანამშრომლებს შეხვდა და მაღალკვალიფიციურად ჩატარებული სამუშაოსათვის და თავდაუზოგავი მუშაობისთვის მათ მადლობა გადაუხადა. "ამის შემდეგ მე ვალში ვარ თქვენთან", - განაცხადა კარენ კარაპეტიანმა.

დაგეგმილი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19-21 ოქტომბერს სომხეთში გაზის ტრანზიტი არ ხორციელდებოდა. ამჯამად სომხეთს ბუნებრივი აირი რუსეთიდან სრული მოცულობით, შეუფერხებლად მიეწოდებ

სხვა სიახლეები