აჭარაში გაზმომარაგება აღდგენილია

07 აგვისტო, 2013
აჭარის რეგიონში გაზმომარაგება აღდგა. მაგისტრალურ გაზსადენზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ კვირას დაიწყო, თუმცა, ცუდი კლიმატური პირობების გამო, დაზიანების სრული ლიკვიდაცია მხოლოდ დღეს მოხერხდა.

გურიის რეგიონში 4 აგვისტოს ამოვარდნილი ძლიერი შტორმის შედეგად, მდინარე ნატანებმა ქუთაისი-სოხუმის ქობულეთის განშტოების 44-ე კილომეტრზე გაზსადენი გააშიშვლა და გაწყვიტა. აჭარის რეგიონს გაზმომარაგება დაზიანების გამო შეუწყდა.

სხვა სიახლეები