„რუსთავი-საგარეჯოს” მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების თითქმის 80% შესრულებულია

27 აგვისტო, 2014
მაგისტრალური გაზსადენების სისტემის კახეთის განშტოების ”რუსთავი-საგარეჯოს” 300მმ-იანი დიამეტრის 25კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროცესი აქტიურად გრძელდება. აღნიშნულ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების 79% უკვე შესრულებულია.

5 194 207 ლარის ღირებულების სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია - შპს “კომფორტმშენ XXI“ აწარმოებს, 2014 წლის თებერვალში დაიწყო და, კონტრაქტის თანახმად, მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.

”რუსთავი-საგარეჯოს” 300მმ-იანი დიამეტრის 25კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი კახეთის გაზმომარაგების სისტემის სრულყოფასა და მილსადენების ფუნქციონირების საიმედოობის ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტის დასრულებით უზრნველყოფილი იქნება მთლიანად კახეთის რეგიონის უწყვეტი გაზმომარაგება ე.წ. წრიული მიწოდების სისტემის გამოყენებით.