აბაშა-სენაკის გაზსადენის მშენებლობისათვის საჭირო მასალების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში შვიდი კომპანია მონაწილეობს

26 აგვისტო, 2011
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში აბაშა-სენაკის გაზსადენის 29 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისათვის საჭირო მასალების შესყიდვაზე ტენდერი გაიმართა.

ტენდერს მონაწილე კომპანიების და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საერთაშორისო ტენდერში მონაწილეობის სურვილი თორმეტმა კომპანიამ გამოთქვა. სატენდერო დოკუმენტაცია კორპორაციაში შვიდმა კომპანიამ წარმოადგინა. სატენდერო კომისია წარმოდგენილ დოკუმენტაციას შეისწავლის და გამარჯვებულ კომპანიას უახლოეს მომავალში დაასახელებს.

აბაშა-სენაკის 700 მმ-იანი გაზსადენის მშენებლობა დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოაწერილი ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

გაზსადენის მშენებლობა 2012 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ენერგო უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით დახმარების გამოყოფის თაობაზე. აღნიშნული გულისხმობს დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისათვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ხელმისაწვდომობის გაზრდას, შავი ზღვის სანაპიროზე ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონის განვითარებას და ინფრასტრუქტურის სანდოობის გაზრდის გზით ენერგიის უსაფრთხო ექსპორტს.