აბაშა-სენაკის გაზსადენის 29 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გაიმართა.

09 მარტი, 2012
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში აბაშა-სენაკის გაზსადენის 29 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გაიმართა.

ტენდერში მონაწილობის სურვილი თორმეტმა კომპანიამ გამოთქვა, სატენდერო წინადადებების   პაკეტი კი რვა კომპანიამ წარმოადგინა.

ტენდერს მონაწილე კომპანიების და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სატენდერო კომისია წარმოდგენილ დოკუმენტაციას შეისწავლის და გამარჯვებულ კომპანიას უახლოეს მომავალში დაასახელებს.

გაზსადენის მშენებლობა 2012 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

აბაშა-სენაკის 29-კილომეტრიანი მონაკვეთი ქუთაისი-სენაკის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის პირველი ეტაპია. ქუთაისი-სენაკის 76 კმ-იანი გაზსადენის მშენებლობა  USAID-ის  ენერგეტიკისა და გაზის ინფრასტრუქტურის პროგრამის (PGI) ფარგლებში იგეგმება. 

ენერგეტიკისა და გაზის ინფრასტრუქტურის პროგრამას (PGI) USAID-ი საქართველოში 2010 წლიდან ახორციელებს. პროგრამის მიზანია დაეხმაროს  საქართველოს მთავრობას მოახდინოს სტრატეგიული ცვლილებები გაზისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაში, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია USAID-თან ენერგეტიკისა და გაზის ინფრასტრუქტურის  30-თვიანი პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობს. უკვე აშენდა 30 კმ-იანი გაზსადენი სენაკიდან ფოთამდ