რუსთავში ახალი გაზგამანაწილებელი სადგური აშენდება

03 ივნისი, 2019
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, რუსთავში გაზგამანაწილებელ ახალ სადგურს აშენებს.

გაზგამანაწილებელ სადგურს, ტენდერში გამარჯვებული იტალიური კომპანია“Forain Srl“ ასრულებს.

ახალი სადგური ქალაქ რუსთავის მოსახლეობისა და იქ არსებული სხვა მსხვილი მომხმარებლებისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების, უწყვეტობის და საიმედოობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

რუსთავის ახალი გაზგამანაწილებელი სადგურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გაუმჯობესდება გაზის განაწილების, ფილტრაციის და რედუცირების საკითხებიც.

რუსთავში გაზგამანაწილებელი ახალი სადგურის მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო და 2019 წლის ბოლოს დასრულდება.