მდგრადი განვითარება

განვითარების სტრატეგია

კორპორაციის სტაბილური და წარმატებული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ კორპორაციას ჰქონდეს სტრატეგიული ხედვა, რომელზეც ის იქნება ორიენტირებული გრძელვადიან პერსპექტივაში. ამისთვის საჭიროა კორპორაციის სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების შესწავლა და მათი განვითარების გეგმის შემუშავება.
კორპორაციის სტრატეგიის ძირითადი მიმართულებებია:

  • იაფი ენერგორესურსების მოზიდვა და რეგიონალურ ენერგოკომპანიებთან თანამშრომლობა მოწოდების იაფი და საიმედო, მათ შორის ახალი წყაროების უზრუნველყოფის მიზნით;
  • საქართველოს ტერიტორიის გავლით ნავთობისა და გაზის არსებული და დაგეგმილი სატრნზიტო პროექტების განვითარების აქტიური მხარდაჭერა;
  • სატრანზიტო პროექტებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენების ეფექტური მექანიზმების დანერგვა, ენერგო რესურსებზე საბაზრო ფასის ცვალებადობით გამოწვეული რისკების მინიმუმადე დაყვანისა და საქართველოს მოსახლეობისა და ენერგეტიკული სექტორისათვის ბუნებრივი გაზის ხელმისაწვდომი და გარანტირებული მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით;
  • საქართველოში ნავთობისა და ბუნებრივი გაზის სექტორის სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობა სახელმწიფო ინტერესების გატარების ექსკლუზიური უფლებით;
  • ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ქსელისა და დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება მათი ფუნქციონირების მაღალი ტექნიკური საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით;
  • ბიზნესის დივერსიფიკაცია, მათ შორის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პროექტებში უცხოური ინვესტიციების მოზიდვით გზით. რეგიონულ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა ევროკავშირის მესამე ენერგეტიკული პაკეტით გათვალისწინებული სამართლებრივი ბაზისა და საერთაშორისო ტექნიკური სტანდარტებისა და ნორმების იმპლემენტაციის მეშვეობით.
კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმარების და ტექნიკური დეპარტამენტები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის, ენერგიის დამატებითი წყაროების, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის და სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებებით და ადგენენ გრძელვადიან პროექტებს, რომლის შესრულება და დანერგვა ხდება ეტაპობრივად.

ზემოაღნიშნული მიზნების განხორციელებისთვის კორპორაცია მუდმივად მუშაობს ნავთობისა და გაზის ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლების ეფექტურ მართვაზე და ახორციელებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ენერგოპროექტებში საკუთარი სახსრებით.

კორპორაცია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებთან პროექტების დაფინანსების კუთხით.


საქართველოს ბუნებრივი გაზის სატრანსპორტო ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა 2019-2028

საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა 2021-2030