მდგრადი განვითარება

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა

ჩვენი ვალდებულებაა ვიზრუნოთ ადამიანებზე და გარემოზე სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში ჩართულობისა და ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის ინიციატივების აღების გზით. ჩვენი თანამშრომლები პერიოდულად გეგმავენ გამწვანების აქციებს, ეხმარებიან გაჭირვებულ ადამიანებს ცხოვრების გაუმჯობესებაში, რიცხავენ თანხას სხვადასხვა ფონდებისათვის დაავადებული ადამიანების მკურნალობის ხარჯებისათვის და მონაწილეობენ საქველმოქმედო აქციებში. 

ჩვენი ხედვებიდან, ფასეულობებიდან და სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე კორპორაცია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სოციალურ პასუხისმგებლობას. თანამშრომლებზე და გარემოზე ზრუნვა და სხვა სოციალურად საჭირო აქტივობები არის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც კონცენტრირებულია კორპორაცია სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. 

კორპორაცია აქტიურად ზრუნავს თანამშრომლებისათვის სასიამოვნო და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნით, და სხვადასხვა სოციალური და მატერიალური ბენეფიტების შეთავაზებით. 
გარემოზე ზრუნვა არის თითოეული კომპანიის თუ პირის ვალდებულება. კორპორაცია აქტიურ მონაწილეობას იღებს სხვადასხვა გარემოსდაცვით და გამწვანების პროექტებში/აქტივობებში, რომლებიც მიმართულია ჩვენი გარემოს გაუმჯობესებისკენ და საზოგადოებაში ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებისკენ. ჩვენ ვთვლით, რომ ჯანსაღი გარემო არის ჯანსაღი და წარმატებული მომავლის საწინდარი.