წითელი ხიდი-მარნეული

სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის ”წითელი ხიდი-მარნეულის” 500მმ დიამეტრის 24კმ სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოები 2014 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 2015 წლის გაზაფხულზე დასრლდა. სამუშაოები ქართულმა კომპანიამ „კომფორტმშენ XXI“ ააშენა.

მშენებელ კომპანიასა და სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შორის 2014 წლის 17ივნისს გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება 3 მილიონ 850 ათას ლარს შეადგენდა დღგ-ის ჩათვლით.

სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის „წითელი ხიდი-მარნეულის’’ 500მმ დიამეტრის 24კმ-იან მონაკვეთს გაზსადენის „წითელი ხიდი-მარნეულის“ მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი 2014 წლის აპრილში გამოცხადდა.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ დაახლოებით 4,5 მლნ. ლარის ღირებულების მილები და სხვა სამშენებლო მასალები გადასცა.

„წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის გაზსადენი“ 1978 წელს აშენდა.

აღნიშნული გაზსადენის ზოგიერთ მონაკვეთზე განვითარებული კოროზიის შედეგად საფრთხის წინაშე დადგა გაზსადენის ექსპლუატაციისსაიმედოობა. შესაბამისად, მაგისტრალური გაზსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის მილსადენის „წითელი ხიდი-მარნეულის“ მონაკვეთზე ახალი გაზსადენის აშენდება გადაწყდა.