აღმოსავლეთ-დასავლეთის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის “წითელი ხიდი-გარდაბნის“19 კმ-იანი მონაკვეთი

სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ (სნგკ) აღმოსავლეთ-დასავლეთის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის “წითელი ხიდი-გარდაბნის“ მონაკვეთი ააშენა
ახალი გაზსადენის სიგრძე 19 კმ-ია, სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “კომფორტმშენ XXI“ შეასრულა.

„წითელი ხიდი-გარდაბნის“ პროექტის განხორციელებით სნგკ მთლიანად დაასრულა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „წითელი ხიდი-საგურამოს“ 90 კმ სიგრძისა და 700მმ დიამეტრის ახალი მონაკვეთების მშენებლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნული უზრუნველყოფს აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრიდან აზერბაიჯანული გაზის შეუფერხებლად და გაზრდილი მოცულობებით მიწოდებას საქართველოს ყველა მომხმარებლისათვის, პირველ რიგში კი - თბილისისთვის და ასევე, გარდაბანში მდებარე თბოელექტროსადგურებისათვის.