სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენი

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გაზმომარაგების მიზნით განხორციელებული ,,წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის’’ პროექტის ფარგლებში, სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა არსებული 195კმ-იანი გაზსადენის სხვადასხვა მონაკვეთზე და აშენდა გაზსადენის 5,5კმ-იანი უბანი.

,,წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის’’ მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა 90-იან წლებში შეჩერდა, რის გამოც რეგიონის სრული გაზიფიცირება შეუძლებელი იყო. 2008 წელს განხორციელებული პროექტის შედეგად ბუნებრივი გაზის მიწოდება აღუდგა წალკის რაიონს, ხოლო პირველად გაზი მიიღეს ახალქალაქის, ასპინძის, ახალციხის და ნინოწმინდის რაიონებმა.

სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის’’ დაკვეთით საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ და კომპანია New Energy-მ განახორციელეს.

,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის’’ მიერ ადრე აშენებული ცალკეული მონაკვეთები შემოწმდა და აღდგა. მაგისტრალური გაზსადენების სისტემაში ჩაირთო ”ქოთელია-ასპინძის” 24კმ-იანი მონაკვეთი. მთლიანად ახლიდან დაპროექტდა და აშენდა მაგისტრალური გაზსადენის ”ასპინძა-ახალციხის” 30კმ-იანი მონაკვეთი.

აღნიშნულმა პროექტებმა შესაძლებელი გახადა სამცხე-ჯავახეთის რეგიონს მიეღო იაფი ენერგორესურსი, რომელიც უზრუნველყოფდა ეკოლოგიურად სუფთა და შეშასთან შედარებით უფრო მოსახერხებელი სათბობით მომარაგებას ისედაც მცირე ტყიან რეგიონში.