Warning: file_get_contents(https://nbg.gov.ge/gw/api/ct/monetarypolicy/currencies/ka/rss): Failed to open stream: Redirection limit reached, aborting in /var/www/virtuals/gogc.ge/website_back/classes/functions.php on line 38
სენაკი-ფოთი | სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია GOGC.GE

სენაკი-ფოთი

2010 წელს დასრულდა ”სენაკი-ფოთის” მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროგრამის I ეტაპის ფარგლებში. 30 კილომეტრამდე სიგრძის 700მმ-იანი გაზსადენის მშენებლობის მიზანი იყო ქალაქ ფოთის გაზიფიცირება და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარების ხელშეწყობა.

სამშენებლო სამუშაოები საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაკვეთით ორმა კონტრაქტორმა კომპანიამ - "საქჰიდრომ" და "ხიდმშენმა" აწარმოა.

პროექტი განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.