საჰაერო გადასასვლელი მდინარე ნატანებზე

მდინარე ნატანებზე, "ქუთაისი-სოხუმის" მაგისტრალურ გაზსადენზე საჰაერო გადასასვლელის რეკონსტრუქცია განხორციელდა. საპროექტო მონაკვეთი მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების 46-ე კმ-ზე მდებარეობდა.

მდინარე ნატანებზე წყალდიდობების შედეგად მდინარის კალაპოტმა გადაიწია მარჯვნივ და 2013 წლის აგვისტოში გაზსადენის წყალქვეშა მონაკვეთი გაწყვიტა, რასაც მილსადენის საყრდენებიდან გადაგდება მოჰყვა. მნიშვნელოვნად იყო არეცხილი არსებული საჰაერო გადასასვლელის საყრდენები. შექმნილმა სიტუაციამ გამოიწვია გადასასვლელის რეკონსტრუქციის აუცილებლობა.

სარეკონსტრუქციო სამუშაოებს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაკვეთით შეასრულა შპს ″გეოლოდ″-მა. სამუშაოები 2014 წლის ზაფხულში დასრულდა.