ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია

ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია საქართველოს ათასწლეულის ფონდის ”ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის” ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენდა.

მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია სამ ფაზად ჩატარდა და 22 მნიშვნელოვნად დაზიანებული უბნის რეაბილიტაცია და მშენებლობა განხორციელდა. გაზსადენის რეაბილიტაციის შედეგად გაიზარდა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი.

ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება დაიწყო 2006 წელს და 2010 წელს დასრულდა. პროექტის განმახორციელებელი კომპანია იყო საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, სამშენებლო სამუშაოები საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა და ქართულმა კომპანიებმა განახორციელეს, კომპანამ BP და EBRD-მა (ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი) კი გაზსადენის ფაქტიური მდგომარეობის შესწავლა დააფინანსეს.

ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენი XX საუკუნის 60-იან და 80-იან წლებში აშენდა. აშენებიდან მისი რეაბილიტაცია არ განხორციელებულა. გაზსადენი საქართველო-რუსეთის საზღვრიდან იწყება და საქართველო-სომხეთის საზღვრამდე გრძელდება (221 კმ). მილსადენი უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის მიწოდებას საქართველოსა და სომხეთისათვის.