აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ნატახტარი-ლეხურას 31 კილომეტრიანი მონაკვეთი

პროექტს, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ბიზნეს გეგმისა და ბუნებრივი გაზის სატრანსპორტო ქსელის განვითარების 10 წლიანი გეგმის საფუძველზე, საკუთარი სახსრებით ახორციელებს. 31 კილომეტრიან მონაკვეთის მშენებლობაზე, ჯამში, დაახლოებით, 8 მილიონ ლარზე მეტი გაიხარჯა. ნატახტარი-ლეხურას 31 კილომეტრიანი სიგრძის მონაკვეთიდან 14 კმ-დე სიგრძის მონაკვეთის (ქსანი-ლეხურა) მშენებლობა 2019 წლის ზაფხულში დასრულდა. დარჩენილი 17,5 კმ-იანი მონაკვეთის (ნატახტარი-ქსანი) სამშენებლო სამუშაოები კი შპს „რაპიდ ინჯინიირინგ & კონსტრაკშენ“-მა 2022 წლის ბოლოს დაასრულა.

ამჟამად, დასავლეთ საქართველოს გაზმომარაგება წარმოებს ,,საგურამო-ქუთაისის” მაგისტრალური გაზსადენით, რომელიც ექსპლუატაციაში 60-იანი წლების ბოლოს შევიდა. იმის გამო, რომ მისი ტექნიკური მდგომარეობა ამ დროიდან აღარ გაუმჯობესებულა და ვერ აკმაყოფილებდა თანამედროვე სტანდარტებს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ სრულიად ახალი, უახლეს მიდგომებზე მორგებული მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა წამოიწყო.