აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის
საოკუპაციო გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე დასახლებები ბუნებრივი აირით სწორედ „ლეხურა - სვენეთის“ გაზსადენით მარაგდება. განახლებული გაზსადენით ბუნებრივ აირს მოსახლეობა მიიღებს უწყვეტად და ხარისხიანად. გარდა ამისა, მშენებლობის პროცესში, ძირითადად, ადგილობრივი დასახლებების მცხოვრებლები იყვნენ დასაქმებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ მაგისტრალური გაზსადენის რეკონსტრუქციის მეშვეობით შესაძლებელია გაზიფიცირების სამთავრობო პროგრამაში მეტი დასახლება ჩაერთოს.
ლეხურა-სვენეთის" 20.5 კმ-იანი მილსადენი "ნატახტარი-ლეხურას" 31 კილომეტრიანი მონაკვეთის გაგრძელებაა, რომელიც კორპორაციამ, გასულ წელს, თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვითა აშენა.