ევროობლიგაციები

სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ახორციელებს მსხვილ ადგილობრივ და საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებს, რისთვისაც კორპორაციას ესაჭიროება მნიშვნეოვანი ფინანსური რესურსები.

კორპორაციისთვის დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და იაფ წყაროს წარმოადგენს ევრო ობლიგაციები, რომლებიც აქტიურად ივაჭრება ევროპის საფონდო ბირჟაზე.

2012 წელს კორპორაციამ პირველად მოახდინა 250 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ევრო ობლიგაციების გამოშვება და მათი წარმატებით განთავსება ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

2016 წელს კორპორაციამ განახორციელა ევრო ობლიგაციების ხელახალი გამოშვება და წინსწრებით დაფარა 2012 წელს აღებული ფინანსური ვალდებულებები.

ახლადგამოშვებული ევრო ობლიგაციების დაფარვის ვადა განსაზღვრულია 2021 წლის აპრილით.

ქვემოთ მოცემულია 2016 წელს გამოშვებული ევრო ობლიგაციების მოკლე პირობები.

2016 წელს გამოშვებული ობლიგაციების მოკლე პირობები


გამომშვები: სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია
რეიტინგი: Standard & Poor's:B+ / Fitch: BB
გამოშვებული მოცულობა: 250,000,000 აშშ დოლარი
გამოშვების თარიღი: 26 აპრილი 2016 (T+5)
დაფარვის თარიღი: 26 აპრილი 2021
განაკვეთი: წლიური 6.750%
გამოსაშვები ღირებულება: 98.96%
შეფასების კრიტერიუმი: აშშ-ს სახაზინო განაკვეთი 1.250% 2021 წლის მარტამდე
სახაზინო სარგებელი: 1.245%
კრიტერიუმის რანჯირება: 575.5 პუნქტი
სარგებელი დაფარვისას: 7.00%
გამოსყიდვა: ფასიანი ქაღალდის მფლობელების მიერ კონტროლის ცვლილებისას
სტატუსი: Rule 144A / Regulation S
მოსალოდნელი ლისტინგი: UKLA Official List / London Stock Exchange
მარეგულირებელი კანონმდებლობა: ინგლისის კანონმდებლობა
ფისკალური აგენტი და ძირის
გადამხდელი და გადარიცხვის აგენტი: Citibank, N.A., London Branch
რეგისტრაციის, გადახდის და გადარიცხვის
გადარიცხვის აგენტი: Citigroup Global Markets Deutschland AG
წამყვანი მმართველები: Barclays Bank PLC; 
JP Morgan Securities plc