ბიზნეს მოდელი

ჩვენი საქმიანობა მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: 

ბუნებრივი გაზის მიწოდება - კორპორაცია ახორციელებს ბუნებრივი გაზის იმპორტს SOCAR-ისგან და Shah-DeniZ Consortium-ისგან და მის საბითუმო მიწოდებას საქართველოს ენერგორესურსების ბაზარზე. 

ნავთობის ტრანსპორტირება - კორპორაციის საკუთრებაშია ძირითადი მილსადენები, რომლებიც გამოიყენება ქვეყნის შიგნით ენერგორესურსების ტრანსპორტირებისთვის. კორპორაცია იღებს შემოსავალს მილსადენების იჯარიდან, მათში გატარებული რესურსების მოცულობის მიხედვით. 

ელექტროენერგიის წარმოება/მიწოდება - ელექტროენერგიის წარმოება კორპორაციის საქმიანობის შედარებით ახალი მიმართულებაა, თუმცა საკმაოდ წარმატებული. თბოსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება დისტრიბუტორებს, რომლებიც შემდეგ აწვდიან ელექტროენერგიას საბოლოო მომხმარებელს.