შპს ენგურის ჰიდრომააკუმულირებელი კომპანია დაარსდა 2018 წლის ივნისში შპს ენგურჰესის (40%), სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის (40%) და სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის (20%) თანამონაწილეობით. კომპანია დაარსდა ჰიდრომააკუმულირებელი სადგურის პროექტის ფარგლებში. აღნიშნულ ეტაპზე ტარდება პროექტის განხორციელებისთვის საჭირო კვლევები და ტექნიკურ-ფინანსური ანალიზი.