ლეონტინა გალდავა



ლეონტინა გალდავა დაიბადა 1989 წლის 15 მაისს

განათლება

2011 – 2014 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი / სამშენებლო ფაკულტეტი / ჰიდროინჟინერიის დეპარტამენტი / ინჟინერიის დოქტორი / სადისერტაციო ნაშრომი: სტატიკური ციკლური დატვირთვების და ბეტონის ასაკის გავლენა არსებული გრავიტაციული კაშხლების სიმტკიცეზე
2011 – დელფი, ნიდერლანდები / UNESCO-IHE, წყლის რესურსების მართვის ინსტიტუტი / მცირე ჰესების განვითარება და პროექტირება
2010 – 2011 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი / სამშენებლო ფაკულტეტი / ჰიდროინჟინერიის დეპარტამენტი / მაგისტრი / სამაგისტრო ნაშრომი: დატკეპნილი ბეტონის კაშხლები
2009 – 2010 ხალხთა თანამეგობრობის უნივერსიტეტი (ქ. მოსკოვი) / სამშენებლო ფაკულტეტი / ჰიდროტექნიკური მშენებლობის დეპარტამენტი / მაგისტრი / სამაგისტრო ნაშრომი: დატკეპნილი ბეტონის კაშხლები
2005 – 2009 ხალხთა თანამეგობრობის უნივერსიტეტი (ქ. მოსკოვი) / სამშენებლო ფაკულტეტი / ჰიდროტექნიკური მშენებლობის დეპარტამენტი / ბაკალავრი / საბაკალავრო ნაშრომი: მიწაყრილი კაშხლის პროექტირება და წყალსაშვის ჰიდრავლიკური გათვლები.

სამუშაო გამოცდილება

2018 წლიდან - სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“, მრჩეველი ტექნიკურ საკითხებში
2016 წლიდან - საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, მრჩეველი ენერგეტიკის საკითხებში
2015 წლიდან - შპს „არ ბი აი გრუპი“ ცხენისწყლის ჰესების კასკადის განვითარების კომპანია, დირექტორი
2014 – 2017 - სს „საპარტნიორო ფონდი“, უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ენერგეტიკული პროექტების მიმართულებით
2014 წლიდან - შპს „Georgian Green Power“, ტექნიკური მრჩეველი
2013 – 2014 სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“, ტექნიკური დირექტორი
2010 – 2013 შპს „Stucky Caucasus“, ინჟინერი
2007 – 2009 შპს „Express Building Service“ (მოსკოვი), ინჟინერი

ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს