“წითელი ხიდი-წალკა-ალასტანის“ გაზსადენის ახალქალაქის განშტოებაზე შეჭრითი სამუშაოები ჩატარდება

05 ოქტომბერი, 2018
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მაღალი წნევის გაზსადენის “წითელი ხიდი-წალკა-ალასტანის“ ახალქალაქის განშტოების 300 მმ დიამეტრის 6 კმ-იანი სიგრძის მონაკვეთის მილსადენის მშენებლობა დაასრულა. ახალქალაქში დღეს მოქმედ გაზსადენთან ახალი მილსადენის შეჭრითი სამუშაოები განხორციელდება.

გაზსადენის შეჭრით სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ჩაატარებს.

კორპორაციამ მაღალი წნევის გაზსადენის “წითელი ხიდი-წალკა-ალასტანის“ ახალქალაქის განშტოებაზე პოლიეთილენის 300 მმ-იან მილები ლითონის იგივე დიამეტრის მილებით ჩაანაცვლა, რაც ახალქალაქისათვის ცივი ზამთრის პერიოდში გაზის მაღალი წნევითა და გაზრდილი მოცულობებით მიწოდებას უზრუნველყოფს.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანია შპს „რაპიდ ინჯინიირინგ & კონსტრაკშენ“-მა განახორციელა.

მაგისტრალური გაზსადენი “წითელი ხიდი-წალკა-ალასტანის“ მთლიანი სიგრძე 195კმ-ია.

სხვა სიახლეები