ტენდერი გამოცხადდა ქუთაისი-აბაშის 47-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე

03 მაისი, 2013
საქართვლოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაზსადენის ქუთაისი-აბაშის 47-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. კორპორაცია იწვევს ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სატენდერო წინადადები სწარმოსადგენად.


ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა ჰყავდეს სათანადო ადამიანური და მატერიალური რესურსი კონტრაქტის შესასრულებლად, მათ შორის, სათანადო კვალიფიკაციის ძირითადი პერსონალი და ქონდეს აღჭურვილობა.


კონტრაქტორს უნდა ქონდეს შესაბამისი გამოცდილება კონტრაქტის პირობების შესასრულებლად, რაც გულისხმობს,რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, ერთი პროექტის ფარგლებში უნდა ჰქონდეს აშენებული მინიმუმ 10 კილომეტრი სიგრძის 300 მმ ან უფრო დიდი დიამეტრის ფოლადის მილსადენი.


სატენდერო წინადადებები მიიღება 2012 წლის 18 ივნისის 11:00-დან 2012 წლის 22 ივნისის 17:30-მდე.

სხვა სიახლეები