ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებულ გაზს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია შეიძენს

12 სექტემბერი, 2012
ათას კუბურ მეტრ გაზში ენერგეტიკული კორპორაცია 265 აშშ დოლარს გადაიხდის, მთლიანად კი 2 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეიძენს.


აუქციონზე საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის მიერ წარმოდგენილი საწყისი ფასის ათას კუბურ მეტრ გაზზე 260 აშშ დოლარი იყო სავაჭრო 5 აშშ დოლარის ბიჯით გაზრდით.


საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ აუქციონი ნინოწმინდის საბადოზე მოპოვებული ხელმისაწვდომი გაზის გაყიდვაზე 6 სექტემბერს გამოაცხადა.

სხვა სიახლეები