ნამახვან ჰესების მშენებლობაზე გამოცხადებული ინტერესტთა გამოხატვის საბოლოო ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა

28 მარტი, 2012
სს „ნამახვან ჰესების კასკადმა“ პროექტირების, მომარაგებისა და მშენებლობის მომსახურების შესაძენის მიზნით გამოცხადებული ინტერესტთა გამოხატვის საბოლოო ვადა ერთი თვით გაახანგრძლივა.

დაინტერესებულ კომპანიებს ინტერესის გამოხატვა 2012 წლის 2 მაისამდე შეეძლებათ.
ინტერესთა გამოხატვა აღნიშნულ ობიექტზე მიმდინარე წლის 4 თებერვალს გამოქვეყნდა. ნამახვან ჰესების კასკადის პროექტი ითვალისწინებს კასკადის მშენებლობას მდინარე რიონზე დასავლეთ საქართველოში ჯამური დადგმული სიმძლავრით 450 მგვტ. იგეგმება გადამცემი ხაზის აშენებაც გამომუშავებული ელექტროენერგიის გადასაცემად. კასკადი მდებარეობს კავკასიის მთიან რეგიონში, ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, კერძოდ არსებული ლაჯანურისა და გუმათის ჰესებს შორის რიონის დაბლობზე.

სხვა სიახლეები