მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პირველი ფაზა დასრულდა

20 სექტემბერი, 2007
სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" "ფონდმა - ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის პირველი ფაზის დასრულებასთან დაკავშირებით ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე საზოგადოებას ენერგეტიკის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობის და მომავალი გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

რეაბილიტაციის პირველი ეტაპისთვის მილსადენზე ექვსი გადაუდებლად სარეაბილიტაციო ობიექტი გამოიკვეთა, რომლებზეც სარემონტო სამუშაოები უკვე ჩატარდა. რეაბილიტაციის მეორე ფაზის დასაწყებად კი, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

სხვა სიახლეები