გაზსაცავის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად გამართული ტენდერის პირველი ეტაპი ხუთმა კომპანიამ გადალახა
20 აპრილი, 2015
სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების მიზნით საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის (სნგკ) მიერ გამოცხადებულ ღია საერთაშორისო ორეტაპიანი ტენდერის პირველი ეტაპი დასრულდა.
ტექნიკური წინადადებების შეფასების დასრულების შემდეგ მინიმალური ზღვარი გადალახა ხუთმა კომპანიამ: GEOSTOCK SAS (საფრანგეთი) RAMBOLL OIL & GAS A.S. (დანია), PSE ENGINEERING GMBH (გერმანია), TRACTEBEL ENGINEERING S.A. (ბელგია) და TECHNIP GERMANY GMBH (გერმანია).
აღნიშნულ კომპანიები დაიშვებიან ფინანსური წინადადებების გახსნაზე (მეორე ეტაპი), რომელიც 23 აპრილს გაიმართება.
სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების მიზნით საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში შემოთავაზება 16-მა კომპანიამ წარმოადგინა.
გაზსაცავის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება 2015 წლის ბოლოსთვის დასრულდება. პარალელურად, სნგკ მოახდენს პროექტის დაფინანსებისათვის აუცილებელი პირობების შესწავლას. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს განხილვები კომერციულ ბანკებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და კერძო კომპანიებთან. დაგეგმილია, რომ სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე გაზსაცავის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება.
ჩატარებული ანალიზის შედეგებმა აჩვენეს, რომ სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს შუა ეოცენის ჰორიზონტი გაზსაცავის მშენებლობის თვალსაზრისით ყველაზე ოპტიმალური სტრუქტურაა. გაზსაცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ მასში 230-250 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც დღესდღეობით მთლიანი წლიური მოხმარების 10%-ზე მეტს შეადგენს.
გაზსაცავის მშენებლობით ქვეყანა მიიღებს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, რომელიც აამაღლებს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, უზრუნველყოფს საქართველოს მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდებას კრიტიკულ სიტუაციებში ქვეყნის გარედან გაზის მოწოდების შეფერხების შემთხვევაში და შეამცირებს გაზის მოწოდებასა და მოხმარებას შორის არსებულ სეზონურ დისბალანსს.