მილის ქურდობის მცდელობა გაზსადენზე

07 ოქტომბერი, 2012
დაუდგენელმა პირებმა მაგისტრალური გაზსადენიდან მილის მოპარვა სცადეს.

ქუთაისი–სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის 98–ე კილომეტრზე, ზუგდიდთან ახლოს, დაუდგენელმა პირებმა გაზსადენიდან მილის მოპარვა 7 ოქტომბერს სცადეს. შემთხვევის დროს გაზსადენი წნევის ქვეშ იმყოფებოდა, რის შედეგადაც მოხდა აალება.
გაზსადენის ოპერატორი – საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის თანამშრომლებმა, დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში იმუშავეს.

აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია. მომხდარის მიუხედავად, ზუგდიდის გაზმომარაგებას პრობლემები არ შექმნია.