ფასთა გამოკითხვა „გარდაბანი 2“-ის საინჟინრო, შესყიდვებისა და მშენებლობის პროექტის შესყიდვაზე

15 მარტი, 2016
სს „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ“ თბოელექტროსადგურ ”გარდაბანი 2”-ის მშენებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო ფასთა გამოკითხვა გამოაცხადა.

ტენდერი 230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის საინჟინრო, შესყიდვების და მშენებლობის (EPC/Turn Key) პროექტის შესყიდვას ითვალისწინებს.

წინადადებების მიღება მსხვილი საერთაშორისო კორპორაციებიდან 15 აპრილამდე გაგრძელდება.

სხვა სიახლეები