ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის III ფაზის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები დაიწყო.
27 ივლისი, 2009
ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის III ფაზის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა უკვე დაიწყეს. პროექტის წინა ორი ეტაპის მსგავსად სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ახორციელებს.
ჩასატარებელი სამუშაოები 4 ლოტადაა დაყოფილი. სამ მათგანზე გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები უკვე დაწყებულია. A ლოტზე - სამუშაოებს კომპანია "სიკორი" უძღვება, B ლოტზე - "ჰიდროენერგომონტაჟი'', ხოლო D-ზე - კომპანია "ნიუ ენერჯი-თბილისი"; რაც შეეხება C ლოტს - შპს "ფერი" წინა მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებს.
ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის III ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილია ექვს უბნაზე. კერძოდ, მდ. ბელაიას გადაკვეთის უბანი, მდ. ბაიდარას ნაპირგამაგრების უბანი, ქაბარჯინას ხევის გადაკვეთის უბანი, მდ. სნოსწყალის გადაკვეთის უბანი და ორი ნაპირგამაგრების უბნები მდ. არაგვის ხეობაში. გათვალისწინებულია აგრეთვე, ერთი 1200მმ ჩამკეტის მონტაჟი დარიალის ხეობაში, ზემო-ლარსის გამშვები პუნქტის სიახლოვეს.
პროექტის მესამე ფაზის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.