თსუ-ს სტუდენტები კორპორაციაში სტაჟირებას გადიან

12 ივნისი, 2015
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში მიმდინარეობს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტების სტაჟირება.ერთი თვის განმავლობაში სტუდენტები კორპორაციის დეპარტამენტებისა და სამსახურის ხელმძღვანელებისაგან ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ კორპორაციის საქმიანობის შესახებ.

პრეზენტაციები კორპორატიული მართვისა და კომერციულ საკითხებზე სტუდენტებს უკვე წარუდგინეს კორპორატიული მართვის დეპარტამეტის უფროსმა - ინგა ხუციშვილმა და კომერციული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა - დავით ციციშვილმა.

სტრატეგიული დაგეგმვისა და მართვის დეპარტამენტის მრჩეველმა - დავით ონიანმა სტუდენტებს მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. კორპორაციის ფინანსურ საკითხებზე სტუდენტებს ესაუბრა ფინანსური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი გორგასლიძე, ხოლო მშენებარე მაგისტრალური გაზსადენების საკითხებზე ინფორმაცია მშენებლობის ხარისხის მართვის და კონტროლის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ხეთაგურმა მიაწოდა.სტუდენტები უახლოეს მომავალში კორპორაციის სხვა სამსახურების მუშაობის პრინციპებსაც გაეცნობიან.

სხვა სიახლეები