საქართველოს მწვანე ენერგიის განვითარების კომპანიამ 10 მცირე ჰესის პროექტირებაზე ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა

16 აგვისტო, 2011
„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" შვილობილი „საქართველოს მწვანე ენერგიის განვითარების კომპანია"-მ მდინარეებზე წაბლარზე, ტეხურასა და ყვირილაზე 10 მცირე ზომის ჰიდროელექტრო სადგურის პროექტირებასა და ტექნიკური-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებაზე მონაწილეობის მისაღებად ინტერესთა გამოხატვა და წინასაკვალიფიკაციო შერჩევა გამოაცხადა.

დაინტერესებულმა კომპანიებმა ან კომპანიათა ჯგუფებმა სატენდერო ეტაპზე გადასასვლელად უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია მათი გამოცდილების და შესაძლებლობის შესახებ, მათ შორისაა: ბოლო 5 წლის აუდირებული ფინანსური ანგარიშები, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის თანამდეროვე სტანდარტები და მეთოდოლოგიები, თანამედროვე საინჟინრო პროგრამული უზრუნველყოფა, გეოლოგიური, გეოდეზიური და ჰიდროლოგიური კველევების მეთოდოლოგიები, პროექტირების გეგმა და სხვა.

ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მსურველებმა წინადადებების პაკეტი 5 სექტემბერამდე უნდა გააგზავნონ ფოსტით ან ელექტრონულად საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, კახეთის გზატკეცილი N21.

სხვა სიახლეები