“საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალური გაზსადენის 110 მეტრი სიგრძის მონაკვეთის სარებილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

24 ივნისი, 2014
სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ "საგურამო-ქუთაისის" 700 მმ-იანი დიამეტრის მაგისტრალური გაზსადენზე, 110 მეტრი სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაციისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

“საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალური გაზსადენი უზრუნველყოფს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით საჭირო რაოდენობის ბუნებრივი აირის გატარებას. ბოლო წლებში დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით აჭარის რეგიონში, გაიზარდა ბუნებრივი გაზის მოხმარება, რამაც შექმნა გაზსადენის გამტარუნარიანობის გაზრდის აუცილებლობა.

ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა 2014-2015 წლების შემოდგომა-ზამთრის პერიოდის დადგომამდე გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია და გამტარუნარიანობის გასაზრდელად 200მმ დიამეტრის მილსადენის შეცვლა 700მმ დიამეტრის მილსადენით.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 28 509 ლარია. ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი კორპორაციაში 2014 წლის 14 ივლისამდე უნდა წარმოადგინონ.

სხვა სიახლეები