ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლები ყაზბეგში ჩავლენ

24 აპრილი, 2007
ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო მონაკვეთების განსაზღვრის მიზნით საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, ემ-სი-ჯი-ს (ფონდი "ათასწლეულის გამოწვევა - საქართველოში") და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლები ყაზბეგში ჩავლენ.

ქართველი ექსპერტები უცხოელ სპეციალისტებთან ერთად 25-26 აპრილს დაათვალიერებენ ყაზბეგის რაიონში გამავალი მაგისტრალური გაზსადენის წინასწარ შერჩეულ იმ მონაკვეთებს, რომლებიც ემ-სი-ჯის ენრეგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეორე ეტაპზე უნდა შეკეთდეს. საუბარია მდინარის გადაკვეთის რამდენიმე მონაკვეთზე და გვირაბებზე, სადაც მილსადენი გადის.

უკვე გადაწყვეტილია, რომ პროექტის მეორე ეტაპზე გამოიცვლება 7 ონკანი და მაგისტრალური გაზსადენის სამხეთის ნაწილში 6,5 კილომეტრის სიგრძის კოროზირებული მონაკვეთი. სხვა პრიორიტეტული მონაკვეთები მილსადენის დათვალიერების შემდეგ დაკონკრეტდება. პროექტის მეორე ეტაპისათვის ემ-სი-ჯი 25 მილიონ დოლარს გამოყოფს.

ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია ფონდი "ათასწლეულის გამოწვევა - საქართველოში" დაფინანსებით წარმატებით ხორციელდება. ენრეგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს მილსადენის 6 მონაკვეთის რეაბილიტაცია.

ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია, რისთვისაც 44,5 მლნ აშშ დოლარია გათვალისწინებული, ენრეგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია. გაზსადენი საქართველოს ენერგოსისტემის ხერხელამლს წარმოადგენს. იგი გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა. 1980 წლიდან მისი რეაბილიტაცია არ მომხდარა. გაზსადენი საქართველო რუსეთის საზღვრიდან იწყება და საქართველო-სომხეთის საზღვრამდე გრძელდება. გაზსადენი უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის მიწოდებას საქართველოსა და სომხეთისათვის.

სხვა სიახლეები