კორპორაციისგან ნავთობს Extol Trading Limited შეიძენს

30 ნოემბერი, 2012
2012 წლის განმავლობაში მოპოვებული Georgian Light და Georgian Heavy ტიპის ნავთობს კორპორაციისგან ”Extol Trading Limited” შეიძენს.

ნავთობის გაყიდვის მიზნით აუქციონი კორპორაციაში 30 ნოემბერს გაიმართა. აუქციონში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა და კორპორაციის მიერ წარმოდგენილი დისკაუნტი - 10 აშშ დოლარი, 0,2 აშშ დოლარის ბიჯით შემცირდა.

აუქციონი 11 ათასი ტონა Georgian Light და 2 ათასი ტონა Georgian Heavy ნავთობის გაყიდვაზე კორპორაციამ რვაჯერ გამოაცხადა. იმის გამო, რომ არ არსებობდა დაინტერესებული პირი, აუქციონები ჩაიშალა. ბოლოს აუქციონი 10 ნოემბერს გამოცხადდა.

საქართველოს ტერიტორია დაყოფილია სალიცენზიო ფართობებად (ე.წ. ბლოკები), სადაც ნავთობის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს ინვესტორი კომპანიები ახორციელებენ. მათ სახელმწიფოსთან გაფორმებული აქვთ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებები. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, როგორც ნავთობის ეროვნული კომპანია, განკარგავს სახელმწიფოს წილ ნავთობს და ახდენს მის რეალიზაციას.

სხვა სიახლეები