კორპორაცია ბალკანეთისა და შავი ზღვის ქვეყნების ნავთობისა და გაზის ასოციაციაში გაწევრიანდა

01 ოქტომბერი, 2013
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ბალკანეთისა და შავი ზღვის ქვეყნების ნავთობისა და გაზის ასოციაციაში (BBSPA) გაწევრიანდა.

ასოციაციაში გაწევრიანებით კორპორაციას შესაძლებლობა მიეცემა მიიღოს ყოველთვიური ბიულეტენები რეგიონის ქვეყნების ნავთობისა და გაზის სექტორის შესახებ; პუბლიცაციები, მათ შორის რეგიონის ქვეყნების გაზის ბალანსებზე, რეგიონის მილსადენებზე, გაზის საკონტრაქტო ფასებზე და სხვა საინტერსო საკითხებზე.

ბალკანეთისა და შავი ზღვის ქვეყნების ნავთობისა და გაზის ასოციაცია წარმოადგენს რეგიონში ნავთობისა და გაზის წამყვანი კომპანიების გაერთიანებას და ხელს უწყობს ნავთობისა და გაზის რეგიონული ბაზრის განვითარებას, ლიბერალიზაციას, დივესიფიკაციას და ინფორმაციის გაცვლას.

ასოციაციის წევრები არიან Anadarko, AXPO Trading, BP, Bulgartransgaz, Chevron, Hellenic Petroleum, Lukoil, NIS-Gazprom Neft, OMV, Romgaz, Schlumberger, Statoil, Total, Wintershall Erdgas, KPM.

სხვა სიახლეები