პერსპექტიული პროექტები

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენი

2015-2017 წლებში სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ აღმოსავლეთ-დასავლეთის (EWGP) მაგისტრალური გაზსადენის საპროექტო და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას გეგმავს, რაც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს საქართველოს გაზმომარაგების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების ტექნოლოგიური საიმედოობა. პროექტების რეალიზაცია ასევე ხელს შეუწყობს შიდა ქართლისა და დასავლეთ საქართველოს რეგიონების მოსახლეობისა და საწარმოთა, თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა და შავიზღვისპირა რეკრეაცული ზონის გარანტირებული გაზმომარაგების გაზრდას. 

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი პროექტების განხორციელება: 

მაგისტრალური გაზსადენის „გორი-ქარელი-ხაშურის“ 700მმ დიამეტრის 30კმ-იანი მონაკვეთი
პროექტი გულისხმობს „გორი-ქარელი-ხაშურის“ მონაკვეთის დარჩენილი სეგმენტების (13+17კმ) რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს  „გორი-ქარელის“ 13კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა. „გორი-ქარელის“ 20კმ-იანი მონაკვეთი 2014 წელს აშენდა. 

მაგისტრალური გაზსადენისქსანი-ლეხურას“ 700მმ დიამეტრის 14კმ-იანი მონაკვეთი. 
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია გაზსადენის ამჟამად მოქმედი 500მმ დიამეტრის ხაზის პარალელური, უმოქმედო 14კმ-იანი მონაკვეთის 700მმ დიამეტრის გაზსადენით ჩანაცვლება. გაზსადენის მდინარე ქსანსა და მდინარე ლეხურას შორის განლაგებული მონაკვეთის რეაბილიტაცია-ტესტირების შედეგად აღმოჩენილი დაზიანებული კერებისა და ექსპერტთა შეფასების შედეგად გადაწყდა. 

მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის (აჭარისგანშტოება 500მმ დიამეტრის 60კმ-იანი მონაკვეთი.  

ჩატარებული წინასწარი კვლევების შედეგების ანალიზის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ახალი მარშრუტის გამოყენებით ქობულეთის განშტოების ეტაპობრივი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შესახებ. იგეგმება ძირითადი სამშენებლო მასალების შესყიდვა და 2016 წელს დაახლოებით 30კმ-მდე სიგრძის საწყისი მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარება, მათ შორის მდინარე რიონზე არსებული საჰაერო გადასასვლელის აღდგენაც. ტრასის მეორე ნაწილის მშენებლობა 2017 წელსაა დაგეგმილი.

გაგრძელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის სხვადასხვა კრიტიკული მონაკვეთების ტესტირება და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვაზე მუშაობა. საბოლოო გადაწყვეტილება სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების რეალიზაციის შესაძლებლობისა და ვადების შესახებ მიღებული იქნება წინასწარ ჩატარებული შესწავლის შედეგების ანალიზის საფუძველზე შემდეგ მონაკვეთებთან დაკავშირებით: 


„ხაშური-ზესტაფონის“ 700მმ დიამეტრის 68კმ-იანი მონაკვეთი;
 „ლეხურა-გორის“ 700მმ დიამეტრის 21კმ-მდე მონაკვეთი;
„საგურამო-ნატახტარის“ 500/700მმ დიამეტრის 2,6კმ-მდე მონაკვეთი;
„ნატახტარი-ქსანის“ 700მმ დიამეტრის 20კმ-მდე მონაკვეთი;
„ნატახტარი-ძალისის“ 700მმ დიამეტრის 8,3კმ-მდე მონაკვეთი;
„ტაბაწყური-ბაკურიანის“ 300მმ დიამეტრის 18კმ-იანი მონაკვეთი.

გარდა ამისა, მაგისტრალურ გაზსადენებზე გამოვლენილია ავარიული უბნები, რომლებიც გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს.

სარეაბილიტაციო უბნები ძირითადად გამოვლენილია მდინარეებისა და ხევების გადაკვეთებზე, სადაც დარღვეულია თავდაპირველი საპროექტო პარამეტრები. აუცილებელი სამუშაოების ჩატარების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება თავდაპირველი პარამეტრების აღდგენა და გაზსადენების უსაფრთხო ფუნქციონირება. 

პირველ ეტაპზე დაგეგმილია ლოკალური სამუშაოების განხორციელება რამდენიმე უბანზე: 

„ყარადაღ-თბილისის“ 700მმ დიამეტრის მაგისტრალურ გაზსადენზე (II ხაზი) მდინარე ლოჭინის გადასასვლელის სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოები;
„ყაზახ-საგურამოს“ 1000მმ დიამეტრის მაგისტრალური გაზსადენის 122-123-ე კმ-ზე  (კოდისწყაროს მეწყერის შემოვლითი მონაკვეთი) მილსადენის გადატანა;
„საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალური გაზსადენის კასპის 300მმ დიამეტრის განშტოებაზე მდინარე ლეხურას გადასასვლელის რეაბილიტაცია;
„ვლადიკავკაზ-თბილისის“ 1200მმ დიამეტრის მაგისტრალური გაზსადენის სოფელ მისაქციელთან შირმას ხევის გადაკვეთის რეაბილიტაცია.

 

სრულად ნახვა დახურვა