ახალი ამბები

5 ოქტომბერი, 2018

”წითელი ხიდი-წალკა-ალასტანის” გაზსადენზე 6,5 კმ-მდე სიგრძის ახალი მონაკვეთი აშენდა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ”წითელი ხიდი-წალკა-ალასტანის”(მთლიანი სიგრძე 193 კმ), ახალქალაქის განშტოების  300 მმ-იან მაგისტრალური გაზსადენის კოროზირებული, 6,5 კმ-მდე სიგრძის  ახალი მონაკვეთი ააშენა.

ახალი მონაკვეთის მშენებლობა, კორპორაციამ  საკუთარი ტექნიკითა და რესურსით უზრუნველყო. საბჭოთა პერიოდში აშენებული ძველი მილები, ახალი იმავე მოცულობის 300 მმ-ი დიამეტრის სიგრძის მილებით შეიცვალა.

ახალი გაზსადენის მშენებლობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში უზრუნველყოფს მომხმარებლების უწყვეტ, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგებას.