მედია

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა (სნგკ) და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებისთვის „შლუმბერჟე რუსთაველი კომპანი ლიმიტედმა“, „ჰოლიდეი ინნ თბილისში“  ურთიერთთანამშრომლობის განვითარების დღე მოაწყო.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს კომპანიის  პროექტების  მიმდინარეობა.  შლუმბერჟემ წარმოადგინა პრეზენტაციები და დამსწრეებს გააცნო  კომპანიის ისტორია, პოზიცია და ღირებულებების კორპორატიული პრინციპები.  შეხვედრის  შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებმა, სააგენტოსა და კორპორაციის თანამშრომლებმა  დაათვალიერეს  ბაზა, თელეთის სათაო ნაგებობა და საბადო. 

 „შლუმბერჟე რუსთაველი კომპანი ლიმიტედი“  IX, X და XIB სალიცენზიო ბლოკებზე გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებების 100%-იანი წილობრივი ინტერესის მფლობელი 2017 წლის 8 მაისს გახდა.  კომპანია წარმატებით ახორციელებს მინიმალური სამუშაო პროგრამით გათვალისწინებულ ოპერაციებს. გაზის საძიებო  პროგრამის შეფასებითი  სტადიის  ფარგლებში დაწყებულია  XIB სალიცენზიო ბლოკის პატარძეულის ფართობზე პირველი საძიებო  ჭაბურღილის პატარძეული #E-1   ბურღვა.

შლუმბერჟეს სათავო ოფისები პარიზში, ჰიუსტონში, ლონდონსა და ჰააგაში აქვს. მას   დასაქმებული  ჰყავს 100000-ზე მეტი ადამიანი 85-ზე მეტ  ქვეყანაში.   „შლუმბერჟე რუსთაველი კომპანი ლიმიტედი“ შლუმბერჟეს შვილობილი კომპანიაა და ვირჯინიის კუნძულებზეა  რეგისტრირებული.