მედია

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით და ორგანიზებით, კორპორაციის თანამშრომლებმა კასპის რაიონის სოფელ ქვემოჭალაში მცხოვრებ აბულაძეების მრავალშვილიან ოჯახს, საახალწლოდ საჩუქარი გაუკეთა.

სოციალურად დაუცველ ოჯახში მამა და 5 ბიჭი ცხოვრობს. დედა რამდენიმე თვის წინ გარდაეცვალათ და 2, 4, 6, 8 და 9 წლის ბიჭების აღზრდას მხოლოდ მამა უზრუნველყოფს. ოჯახისათვის შეგროვებული თანხით ბავშვებს, ნიკოლოზობის დღესასწაულზე თანამშრომლებმა ტკბილეული, გამაგრილებელი სასმელები, სარეცხი საშუალებები, ჰიგიენური ნაკრებები და საკვები ჩაუტანეს. გარდა ამისა, დარჩენილი თანხით მიმდინარე თვის ოჯახის კომუნალური გადასახადები დაიფარა.