ომარ ქუცნაშვილი

განათლება

1970 - გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სპეციალობა – საინჟინრო გეოლოგია;
1979 - გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, სპეციალობა – საინჟინრო გეოლოგია;
1961-1967 - სამთო ინჟინერ-ჰიდროგეოლოგი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი;
1958-1961 - ქუთაისის სამთო ტექნიკუმი.


სამუშაო გამოცდილება

1992-დღემდე - პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
1989-1992 - დოცენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
1995-დღემდე - საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი);
2003-დღემდე - საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი);
2013-დღემდე - საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი;
1979-1994 - საქსახმშენის ექსპერტი საინჟინრო გეოლოგიის დარგში;
1994-2006 - საქართველოს მშენებლობის სამინისტროსთან არსებული მშენებლობისა და პროექტების მთავარი საექსპერტო სამმართველოს ექსპერტი;
2006-დღემდე - მშენებლობის ექსპერტთა ასოციაციისა და გამგეობის წევრი;
2002-2006 - საქართველოს ინჟინერ–გეოლოგთა კავშირის თანათავმჯდომარე;
2007-დღემდე - საქართველოს გრუნტების მექანიკისა და გეოტექნიკური ინჟინირინგის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი;
1997-დღემდე - შ.პ.ს. ,,ჯეოინჟინირინგი“,  კომპანიის დამფუძნებელი, აქციონერი უდიდესი წილით და ხელმძღვანელი;
1994-1999 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო კვლევებისა და დაპროექტების ცენტრ "სტუპროექტცენტრი“-ს დირექტორი;
1988-2008 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი/თანამდებობები: ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე, მიმართულების ხელმძღვანელი;
1967-1989 - კავკასიის რკინიგზების საკვლევ–საძიებო საპროექტო ინსტიტუტი ,,კავგიპროტრანსი“/თანამდებობები: ინჟინერ- გეოლოგიდან, სამეცნიერო–ტექნიკური განყოფილების გამგე, ინსტიტუტის მთავარი ინჟინრის მოადგილემდე; ინსტიტუტის მიერ საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნებში განხორციელებულ პროექტების მთავარი გეოლოგი და პროექტის თანახელმძღვანელი.

 

მონაწილეობა მასშტაბურ საინჟინრო პროექტებში:

საქართველო-რუსეთის რკინიგზა: კავკასიის  საუღელტეხილო რკინიგზა - თბილისი-ვლადიკავკაზი;
საქართველოს რკინიგზები:  ხაშური-ზესტაფონის 2-ე ლიანდაგი, თბილისი-ყარსი, ხაშური-ზესტაფონის ძირეული რეკონსტრუქცია, თბილისის მეტროპოლიტენი;
სომხეთის რკინიგზა: შორჟა -ზოდი, იჯევან -რაზდანის  და ერევნის შემოვლითი რკინიგზები;
ირანი: მეშხეთ-სერახსის რკინიგზა;
რუსეთის რკინიგზა: ტუაფსე-ადლერი, კრასნოდარ-ტუაფსე, ანაპა-იუროვსკაია;
აზერბაიჯანი:  ხუდაფერინის წყალსაცავის შემოვლითი რკინიგზა, ბაქო–სუფსის ნავთობსადენის მდინარეთა გადაკვეთების ეროზიის საწინააღმდეგო ნაგებობები;
ყაზახეთი: საინჟინრო-კვლევები კაშაგანის ნავთობსაბადოს ინფრასტრუქტურისათვის;
საქართველოს მილსადენები:  ბაქო-სუფსის ნავთობსადენი, ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ხაშური-ბათუმის პროდუქტსადენი, ბაქო-ერზრუმის გაზსადენი, ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენი;
ტემინალები:  ნავთობ-ტერმინალები ბათუმსა და ფოთში, თხევადი შეკუმშული გაზის ტერმინალები ფოთსა და ბათუმში;
ავტოგზები: საინჟინრო კვლევები და პროექტირება მუნიციპალური, რესპუბლიკური და საერთაშორისო მნიშვნელობის გზების
თბოელექტროსადგურები: ტყიბულისა და გარდაბანის თბოელექტოსადგურები.

 

მნიშვნელოვანი პროექტების ხელმძღვანელობა და დაფინანსება:

თბილისი-ყარსის რკინიგზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება;
საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო სისტემის კონცეფცია;
თბილისის მიწისქვეშა სივრცის გამოყენების კონცეფცია;
თბილსის შემოვლითი რკინიგზის კონცეპტუალური პროექტი;
სამხრეთ საქართველოს სამშენებლო მასალების ინდუსტრიის განვითარების კონცეფცია;
საქართველოს მცირე და საშუალო ენერგრტიკული ობიექტების კონცეპტუალური პროექტის თანახელმძღვანელობა და თანადაფინანსება.