ინვესტორი

MND
MND არის ჩეხური კომპანია საქართველოში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სფეროში, რომელსაც გაფორმებული აქვს სახელმწიფოსთან პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებები (პწგხ) და ფლობს შესაბამის ლიცენზიას. MND  საოპერაციო საქმიანობას სამივე ლიცენზიის ფარგლებში აწარმოებს საქართველოში დაარსებული კომპანიის  ”KBOC” მეშვეობით.

  • ნინოწმინდის ნავთობის კომპანია - XIE და XIF სალიცენზიო ბლოკები;
  • კანარგო ნაზვრევი - XID და XIII სალიცენზიო ბლოკები;
  • კანარგო ნორიო - XIC სალიცენზიო ბლოკი.

შპს „ნინოწმინდის ნავთობკომპანია“ – რეგისტრირებული კვიპროსში, 1996 წელს სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების ფარგლებში ფლობს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიას,  ნავთობისა და გაზის ოპერაციებს აწარმოებს (საგარეჯო) XIE სალიცენზიო ფართობზე  საოპერაციო კომპანია შპს „ქურა ბეისინ ოფერეითინგ ქომპანის“ მეშვეობით. ამჟამად ახორციელებს  ნინოწმინდის გაზ-ნავთობის საბადოს დამუშავებას და მანავის ფართობზე გაკეთებული აღმოჩენების შეფასებას.

  • შპს „ნაზვრევის ნავთობკომპანია“ - რეგისტრირებული დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, 1998 წელს სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების ფარგლებში ფლობს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიას,  ნავთობისა და გაზის ოპერაციებს აწარმოებს (საგარეჯო, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, თეთრიწყარო, დმანისი) XID, XIII სალიცენზიო ფართობზე  საოპერაციო კომპანია შპს „ქურა ბეისინ ოფერეითინგ ქომპანის“ მეშვეობით. ამჟამად ახორციელებს არსებული ფაქტიური მონაცემების შეგროვება-სისტემატიზაციას და ანალიზს.
  • შპს „მარტყოფის ნავთობკომპანია - რეგისტრირებული კვიპროსში, 2000 წელს სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების ფარგლებში ფლობს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიას,  ნავთობისა და გაზის ოპერაციებს აწარმოებს (წალკა, თეთრიწყარო, გარდაბანი, თბილისი, მცხეთა, საგარეჯო,  თიანეთი) XIC  ჩრდ. კუმისი სალიცენზიო ფართობზე  საოპერაციო კომპანია შპს „ქურა ბეისინ ოფერეითინგ ქომპანის“ მეშვეობით. ამჟამად ახორციელებს არსებული 2D სეისმოძიების მონაცემების ხელახალ ინტერპრეტაციას და მოსამზადებელ სამუშაოებს დამატებითი 2D სეისმოძიების ჩასატარებლად.

შლუმბერჟე რუსთაველი ლიმიტედი

 
რეგისტრირებული ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.), 2009 წელს სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებებში ჩაანაცვლა „ჯინდალ პეტროლეუმ (ჯორჯია) ლიმიტედი“ და 2017 წლის მაისის თვიდან ფლობს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიას,  ნავთობისა და გაზის ოპერაციებს აწარმოებს IX (ხაშური, ქარელი, გორი, კასპი, დუშეთი, მცხეთა, თიანეთი)  X  (დუშეთი, თიანეთი, საგარეჯო, ახმეტა, თელავი, ყვარელი, სიღნაღი, გურჯაანი, ლაგოდეხი) და XIB საგარეჯო, გარდაბანი სალიცენზიო ფართობებზე. ამჟამად ახორციელებს თელეთის და სამგორი-პატარძეულის ნავთობის საბადოების დამუშავებას; ემზადება პატარძეულის თაღზე პირველი საძიებო ჭაბურღილის გასაბურღად ქვედაეოცენური ნალექების შესასწავლად;  IX და X ბლოკებზე ახორციელებს არსებული ფაქტიური მონაცემების შეგროვება-სისტემატიზაციას და ანალიზს.


ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენი

„ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენი“ -  რეგისტრირებული აშშ, 1997 წელს სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების ფარგლებში ფლობს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიას,  ნავთობისა და გაზის ოპერაციებს აწარმოებს (დედოფლისწყარო, სიღნაღი, საგარეჯო, გურჯაანი, მარნეული, გარდაბანი) XII სალიცენზიო ფართობზე  საოპერაციო კომპანია შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ მეშვეობით. ამჟამად ახორციელებს არსებული ნავთობის საბადოების დამუშავებას; ტარიბანის საბადოზე ემზადება არსებულ რამოდენიმე ჭაბურღილში გვერდითი ლულების გასაბურღად და ზოგიერთი მათგანის ჩასაღრმავებლად.

 

მარინ რისორსიზ ექსპლორეიშენ ინტერნეიშენალი

შპს „მარინ რისორზის ექსპლორეიშენ ინტერნეშენალ“ ბი.ვი. რეგისტრირებული ნიდერლანდები, 2010 წელს სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების საფუძველზე ფლობს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიას, შავი ზღვის რეგიონში ახორციელებს ძებნა-ძიების სამუშაოებს და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ახდენს ზღვაში არსებული ბუნებრივი რესურსების შესწავლას. ამჟამად ახორციელებს მოლაპარაკებებს სახელმწიფოსთან მინიმალური სამუშაო პროგრამის შესრულების ვადების გასახანგრძლივებლად.


ჯორჯია იოლ ენდ გეზ ლიმიტედი

„ჯორჯია ოილ ენდ გეს ლიმითედი“  - რეგისტრირებული ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.), სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებების ფარგლებში ფლობს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიებს, ნავთობისა და გაზის ოპერაციებს აწარმოებს საოპერაციო კომპანია შპს „ნორიოს ნავთობის კომპანიის“ მეშვეობით შემდეგ სალიცენზიო ფართობებზე:

-2009 წლიდან XIC  მარტყოფის სალიცენზიო ფართობზე;

- 2010 წლიდან XIC  ჩრდ. საცხენისის   სალიცენზიო ფართობზე;

- 2011წლიდან VIII (ბაღდათი, ხარაგაული, ხაშური, ქარელი, გორი, კასპი, მცხეთა თეთრიწყარო, წალკა, ბორჯომი, ახალქალაქი, ასპინძა, ახალციხე) სალიცენზიო ფართობზე;

- 2011 წლიდან XIG  (თბილისი, მცხეთა, თეთრიწყარო) სალიცენზიო ფართობზე;

- 2013 წლიდან XIM (თბილისი, მცხეთა, თეთრიწყარო)სალიცენზიო ფართობზე;

- 2013 წლიდან XIN (მცხეთა, თიანეთი)სალიცენზიო ფართობზე;

ამჟამად ახორციელებს: არსებული ფაქტიური მონაცემების შეგროვება-სისტემატიზაციას და ანალიზს, ემზადება საველე მაგნიტოტელურული კვლევების საპილოტე პროგრამის განსახორცირლრნლად.

„ჯი-ოუ-ჯი ნორიოსხევი“ - 2000 წელს სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებაზე გაფორმებული უფლებამოვალეობების გადაცემის აქტის საფუძველზე 2008 წლიდან ფლობს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიას,  ნავთობისა და გაზის ოპერაციებს აწარმოებს ნორიოს ნავთობის საბადოზე, საოპერაციო კომპანია შპს „ნორიოს ნავთობის კომპანიის“ მეშვეობით. ამჟამად ახორციელებს ნორიოს მცირე სიღრმეზე მდებარე ნავთობის საბადოს დამუშავებას.

 

ელენილტო

Elenilto Georgia, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2013 წელს სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების საფუძველზე ფლობს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიას, ნავთობისა და გაზის ოპერაციებს აწარმოებს XIH სალიცენზიო ფართობზე (საგარეჯო, გარდაბანი) ამჟამად აწარმოებს მოლაპარაკებებს სახელმწიფოსთან მინიმალირი სამუშაო პროგრამის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების ვადების მორიგი გადავადების თაობაზე.


ვექტრა პეტროლიუმ ლიმითედი

„ვექტრა პეტროლეუმ ლიმითედი“ რეგისტრირებული ჰონკონგში და  „ნაუტიკ ა.ვე.ტე. ენერჯი პი.ტი.ეი.“ ლიმითედი“ - რეგისტრირებული სინგაპურში, 2011 წელს სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების საფუძველზე ფლობენ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიას,  ნავთობისა და გაზის ოპერაციებს აწარმოებს VIIB სალიცენზიო ფართობზე საოპერაციო კომპანია შპს „ენ-ვი-პი ჯორჯიას“ მეშვეობით. ამჟამად ახორციელებს სუფსისა და შრომისუბნის ნავთობის საბადოს დამუშავებას.


სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ - რეგისტრირებული საქართველოში, 2017 წელს  სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების საფუძველზე ფლობს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიას, ნავთობისა და გაზის ოპერაციებს აწარმოებს სამგორის სამხრეთ თაღის ნავთობის საბადოზე. ამჟამად ახორციელებს აღნიშნული საბადოს დამუშავებას და ამზადებს დოკუმენტაციას საბადოს ფარგლებში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისათვის კონტრაქტორი კომპანიის შესარჩევად.