გარემოს დაცვის პოლიტიკა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გარემოსდაცვითი პოლიტიკა გულისხმობს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებულ და მდგრად განვითარებას.

კორპორაციის თითოეული პროექტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რაც გულისხმობს გარემოს თითოეული კომპონენტის დეტალურ შესწავლას, განისაზღვრება პროექტის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შედეგად გარემოსდაცვითი კუთხით შესაძლო ზემოქმედებები, იგეგმება ამ ზემოქმედებების შემარბილებელი ღონისძიებები.

კორპორაციის მიზანია მინიმუმამდე შეამციროს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება, რისთვისაც მუდმივად ზრუნავს საკუთარი გარემოსდაცვითი პოლიტიკის გაუმჯობესებაზე, არსებული პროცედურებისა და გეგმების მუდმივ განახლებაზე და თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე. კორპორაცია ავალდებულებს მის ყველა მშენებელ კონტრაქტორს და ქვეკონტრაქტორს, აწარმოონ სამუშაოები ქვეყანაში მოქმედი გარემოსდაცვითი სტანდარტების სრული დაცვით და კორპორაციის გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესაბამისად.