გარდაბნის თბოელექტროსადგური

კომპანიის დასახელება - შპს „გარდაბნის თბოსადგური“, რომლის თანამფლობელები არიან:

სს „საპარტნიორო ფონდი“ (49%) და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ (51%).

მშენებელი კონტრაქტორი თურქული კომპანია -“Calik Enerji”, Calik Holding-ის  წევრი (თბოელექტროსადგურების მშენებლობის მსოფლიო გამოცდილება, ჯამში 3 200 მეგავატი).

მშენებლობის პროცესზე ზედამხედველობას აწარმოებს საერთაშორისო საინჟინრო კომპანია ILF Consulting Engineers.

ჯამური ინვესტიცია - 220 მლნ. აშშ დოლარი (ფინანსდება სნგკ-ს მიერ ევროობლიგაციების განთავსებიდან მიღებული ფინანსური რესურსებით).

ეფექტურობის კოეფიციენტი - 56%.

ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესში დასაქმებულია 607 ადამიანი, მათ შორის 421 - ადგილობრივი მცხოვრები.

თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვების თარიღი - 2015 წლის შემოდგომა.

თბოელექტროსადგურისათვის ძირითად მასალებს შემდეგი კომპანიები აწარმოებენ:

გაზის ტურბინები, 2 (თითოეული 75 მეგავატი) – “ჯენერალ ელექტრიკი“;

ორთქლის ტურბინა, 1(80 მეგავატი) – „დუსან შკოდა“;

სითბოს ორთქლის გენერატორი - „ნუტერე ერიქსენი“;

ტრანსფორმატორები - „ჰიუნდაი“.

შპს „გარდაბნის თბოსადგურსა“ და თურქულ მშენებელ კომპანია “ჩალიკ ენერჯი“-ს შორის გაფორმებული შეთანხმება გარდაბანში 220 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს, კონტრაქტის ღირებულება კი 213 მლნ. აშშ დოლარია. კონტრაქტი თანხის ერთიანად გადახდის პრინციპს ეფუძნება. კონტრაქტორი კომპანია (ჩალიკ ენერჯი) სრულად იღებს მშენებლობის, აღჭურვისა და მონტაჟის პასუხისმგებლობას დამკვეთი კომპანიის (შპს „გარდაბნის თბოსადგური“) წინაშე.

2015 წლის იანვრისთვის თბოსადგურის სამშენებლო სამუშაოების 70% შესრულებულია. იმპორტირებული აჭურვილობისა და მასალების შესაძენად უკვე გადახდილია 181 მლნ. აშშ დოლარი. მასალების დანარჩენი ნაწილის იმპორტირება 2015 წლის პირველ კვარტალში განხორციელდება.

სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2015 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი. ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.